Site icon Civil.ge

აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების მორიგი როტაცია ხორციელდება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მორიგი როტაცია 17-23 დეკემბერს განხორციელდება, რის შედეგადაც 500 სამხედრო მოსამსახურე ჩანაცვლდება უსაფრთხოების ზონის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქვემო კოდორის ხეობაში, იუწყება ”აფსნიპრესი”. 


უკანასკნელი როტაცია კონფლიქტის ზონაში 10 დეკემბერს დასრულდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს პროცესი თბილისთან შეუთანხმებლად განხორციელდა.


ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ როტაციის პროცესის საფარქვეშ დამატებითი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის მობილიზება ხდება კონფლიქტის ზონაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)