Site icon Civil.ge

თავდაცვის ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით შემცირდება – კეზერაშვილი

თავდაცვის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის ”მნიშვნელოვნად, დაახლოებით 400 მილიონი ლარით” შემცირდება, განუცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 19 დეკემბერს ჟურნალისტებს.


2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტს განსახილველად ოქტომბერში წარედგინა, თავდაცვის ბიუჯეტი 922,1 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, პროექტი ლადო გურგენიძემ გამოიწვია მას შემდეგ, რაც 22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.


თავდაცვის მინისტრმა მოკლე კომენტარი თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა; თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)