Site icon Civil.ge

ერაყში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

მე-3 ქვეითი ბრიგადის კაპრალი ჯამბულ მგელაძე 21 დეკემბერს ერაყის ქალაქ ალ-კუტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, განაცხადა 24 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.


ქართველი ჯარისკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევის სხვა გარემოებები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


ეს ერაყში ქართველის ჯარისკაცის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ოფიციალური ვერსიით, კაპრალმა ზურაბ ჩიგოშვილმა 30 სექტემბერს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 18 ქართველი სამხედრო დაშავდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)