თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ყოფილ მოსამართლეს მარინა გაბუნიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გენერალურმა პროკურატურის შუამდგომლობით შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარინა გაბუნიას, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით შეთქმულების მოწყობის მცდელობაში.
იმავე ბრალდებით ეჭვმიტანილია ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი.
მარინა გაბუნია ფიგურირებდა იმ ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 24 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ესაუბრება შსს-ს სპეციალური ოპორატიული დეპარტამენტის უფროსს ერეკლე კოდუას არჩევნების შემდეგ არეულობის ორგანიზების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)