Site icon Civil.ge

ცესკო: საარჩევნო აქტივობამ 15 საათისთვის 24.2% შეადგინა

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სულ რეგისტრირებული 1 715 514 ამომრჩევლის 24.2% მისცა ხმა 15 საათისთვის, განაცხადა ცესკომ.

15 ივნისს ანალოგიურ დროს აქტივობა შედარებით მაღალი იყო და 28.94%-ს შეადგენდა. 

თბილისში კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე მერობის კანდიდატებს ხმა ამომრჩეველთა 23.5%-მა მისცა, რაც 15 ივნისის დღის სამი საათის თითქმის ანალოგიური მონაცემია.

დანარჩენ ოლქებში, სადაც ასევე იმართება მეორე ტური, აქტივობის მაჩვენებელი შემდეგია: ყვარელი – 24.5%; თელავი – 21.7%; ახმეტა – 30.7%; თიანეთი – 35.2%; რუსთავი – 23.6%; მცხეთა – 31.4 %; გორი – 24.5%; თერჯოლა  – 35.4%; ბაღდათი – 30.1%; ხონი – 44%ტყიბული – 31%; ოზურგეთი – 36.4%; ლანჩხუთი – 37.1%; მარტვილი – 24.3%; ფოთი – 21.9%;  ბათუმი -17.1%; ქობულეთი – 18.4%; ხულო – 30.4%.