Site icon Civil.ge

პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლონდონს სტუმრობს

ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც საარჩევნო კამპანიის თაობაზე კონსულტაციებს მართავს პატარკაციშვილთან.


იმავდროულად, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დღეიდან იწყებენ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებში.


26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ შანტაჟისა და მუქარის” მიუხედავად აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ”ერთი წამით არ მეპარება ეჭვი – მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელში აღარ დაბრუნდება,”- აღნიშნა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)