Site icon Civil.ge

პატარკაციშვილი ახალ პარტიას ქმნის

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი ახალი, მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური პარტიის – ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის – ჩამოყალიბებას გეგმავენ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ახალი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში საუბრისას ნონა გაფრინდაშვილმა, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, განაცხადა, რომ ეს იქნება ”ევროპული ტიპის პარტია”, რომელიც ქართულ ტრადიციებს და ღირებულებებს დაეფუძნება.


”ჩვენი ოცნებაა შევქმნათ სამართლიანობაზე და კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო,” – განაცხადა მან, ”საქართველოში პრიორიტეტული უნდა იყოს ინვესტიციების ხელშეწყობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა”.


მიუხედავად საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის თაობაზე გაკეთებული განცხადებისა, პატარკაციშვილი ოფიციალურად ამის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ 4 იანვარს – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიმართავს.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)