Site icon Civil.ge

ნათელაშვილი სააკაშვილს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თავის კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ სააკაშვილს არჩევნებამდე სამი დღით ადრე პირდაპირ ტელედებატებში იწვევს.


”დებატებზე ის უნდა დაჯდეს და ჩვენს 13 წლიან დაპირისპირებას გასცეს პასუხი,”- განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ”ხალხმა უნდა შეაფასოს აი ამ 13-წლიანი დაპირისპირების დროს ვინ მტყუანია და ვინ მართალი ჩემსა და სააკაშვილს შორის”.


ნათელაშვილი აქვე პირობას დებს, რომ დებატებზე სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, მისი მხრიდან ”ყველა ეთიკის და ზრდილობის ნორმა” იქნება დაცული.


სააკაშვილმა 25 დეკემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი საგნობრივი დებატების მომხრეა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)