Site icon Civil.ge

სოხუმი უარყოფს ინფორმაციას გალის მოსახლეობაზე თავდასხმების შესახებ

ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ.  


ქართული მედია იტყობინებოდა, რომ აფხაზეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია გალის რაიონის ეთნიკური ქართული მოსახლეობის დაშინებას ახორციელებს და ქართველების სულ ცოტა შვიდი სახლი გადაწვეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გალის რაიონის სოფლებზე განხორციელებული თავდასხმები ”ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას” ისახავს მიზნად, რათა მათ თავი შეიკავონ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაგან.  


”სიტუაცია გალის რაიონში მშვიდია საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოსახლეობა თავისი საქმითაა დაკავებული და შობისთვის ემზადება,” – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” 4 იანვარს რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)