Site icon Civil.ge

ბურჯანაძე გალში ”პრობლემებზე” კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ”ძალიან დროებითი” იქნება მცდელობა კონფლიქტის ზონებში სიტუაციის გართულებისა, თუ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს 5 იანვარს.


”მცდელობა, რა თქმა უნდა, არის იმისა, რომ კონფლიქტურ ზონებში პრობლემები გართულდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გაკეთებული სწორი არჩევანის შემთხვევაში, ეს პრობლემაც ძალიან დროებითი იქნება საქართველოსთვის და ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ქვეყნის გაერთიანებას ისე, რომ ვერავინ ჩვენს მოქალაქეს ვეღარ აუკრძალავს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილებას,”- განაცხადა ბურჯანაძემ 4 იანვარს.


მან ეს კომენტარი გააკეთა ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დაშინებას ახორციელებს, რათა მათ მონაწილეობა არ მიიღონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)