Site icon Civil.ge

რუსეთში საქართველომ ელჩი შეიცვლება

საქართველოს ელჩმა რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 


გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი დაიკავებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.


22 იანვარს საზღვარგარეთის  ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2008 წელს ელჩები მხოლოდ გეგმიური როტაციის საფუძვლით შეიცვლებოდნენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)