Site icon Civil.ge

სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოდის

პრეზიდენტი სააკაშვილი ამ წუთებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოდის:


• დღეს დემოკრატია საქართველოში ბევრი ხმით ლაპარაკობს;
• რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ არ გადავუხვევთ დემოკრატიულ კურსს;
• მე ხელი გავუწოდე ოპოზიციურ პარტიებს და მათ უფრო გავლენიან როლს დავპირდი;
• შევთანხმდით ოპოზიციასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს რეფორმირებაზე … გაგრძელდება დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობის რეფორმირებაზე;  
• დღეს საღამოს დასახელდება ახალი მთავრობა; ახალ მთავრობაში წარმოდგენილი იქნება ახალი სახეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წევრები;
• სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და კორუფციის დაძლევაზე;
• სიღარიბის დონე საქართველოში უკვე ორჯერ შემცირდა, თუმცა მოსახლეობის 20% კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს;
• ახლა ჩვენი დიდი გამოწვევაა ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე; 
• ამ გამოწვევების შესრულებას ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება; მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება; პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვა და სასამართლო სისტემის გაძლიერება;  
•შემდეგ სააკაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა;
•საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არ ნიშნავს ჩვენი მეზობლების ინტერესების უგულებელყოფას;
•მე კვლავაც ვკითხავ ოპოზიციას მათ მოსაზრებებს და დახმარებასაც ვთხოვ;
•საქართველოს პოლიტიკური სისტემა კვლავ მყიფეა;
•მე ვთხოვე ევროპის საბჭოს გამოაგზავნოს ექსპერტთა ჯგუფი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებლად და ასევე ჩაერთოს საარჩევნო დავების განხილვაში, რათა პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე გახდეს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)