Site icon Civil.ge

ოპოზიცია ბურჯანაძესთან მემორანდუმს განიხილავს

ოპოზიციური პოლიტიკოსების ჯგუფი ერთობლივ მემორანდუმში დაყენებული მოთხოვნების განხილვის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ხვდება.


”ჩვენ შევეცდებით, რომ დიალოგი შედგეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ზოგადად შეიძლება გამოიკვეთოს ამ შეხვედრებისას და შედეგები გვაჩვენებს, სად არის უფრო დაახლოებული ჩვენი პოზიციები,” – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ასევე ესწრება შეხვედრას.


თორმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივ მემორანდუმს, რომელიც 17 მოთხოვნას შეიცავს,  29 იანვარს მოაწერა ხელი. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიცია 15 თებერვლიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული ზოგიერთი მოთხოვნა მიუღებელია,ზოგზე კი მოლაპარაკება შესაძლებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)