ვალერი გელბახიანს, რომელსაც პარლამენტმა სადეპუტატო ულებამოსილება 31 იანვარს შეუჩერა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვალერი გელბახიანს, რომელიც დეკემბრიდან საზღვარგარეთ იმყოფება, სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ედება ბრალი იმ ფარული ვიდეო-ჩანაწერის საფუძველზე, სადაც გელბახიანი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსთან ერეკლე კოდუასთან განიხილავს 5 იანვრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პატიმრობის ათვლა გელბახიანის დაკავების დღიდან დაიწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)