Site icon Civil.ge

იაკობაშვილი კოსოვოს საკითხზე რუსეთის შესაძლო რეაქციაზე საუბრობს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი  ვარაუდობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთი არ ცნობს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას.


”მე ვფიქრობ, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ცნობს  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. შეიძლება იყოს ბევრი განცხადება, შეიძლება იყოს ძალიან უსიამოვნო განცხადებები, შეიძლება იყოს დუმის მხრიდან რაღაც ნაბიჯები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში საღი აზრი გაცილებით მეტია,” – განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს 15 თებერვალს.


მან ასევე დასძინა: ”მე მესმის, რომ შეშფოთებულია რუსეთის მხარე კოსოვოს პრეცედენტით იმიტომ, რომ ამ პრეცედენტის გადატანა არა მარტო რუსეთს შეუძლია, არამედ რუსეთის მიმართაც შეიძლება იქნას გამოყენებული”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)