საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში კოსოვოს საკითხით მანიპულირება რუსეთთან ურთიერთობას ”საშიშ ჩიხში” შეიყვანს.
”გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ კოსოვოს, ან ნებისმიერი სხვა თემით სპეკულირების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეიყვანს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ღრმა, სერიოზულ და საშიშ ჩიხში, საიდანაც გამოსავლის მოძებნა უაღრესად რთული იქნება,” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 17 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებამ 15 თებერვალს განაცხადა: ”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და აღიარება, უდავოდ, გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 თებერვალს გააფრთხილა რუსეთი, რომ ”ცეცხლს ნუ ეთამაშება”. იგი ამ საკითხის განხილვას თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან 21 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)