საქართველოს კათოკილოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ რუსეთის ”მუქარა” კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მიუღებელია.
17 თებერვალს წირვაზე საუბრისას ილია მეორემ განაცხადა: ”რუსეთი იმუქრება, რომ სცნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავის აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა – ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე, ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო. მე არა ერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ასეთი ტონით ასეთი ლაპარაკი საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, არ შეიძლება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)