საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამართულ პირველ სხდომაზე დააკმაყოფილა არხის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადება გადადგომის თაობაზე და მის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსდება. გენერალური დირექტორის მოვალეობას კი დროებით ლევან გიორგაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე შეასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დღესვე 9-წევრიანმა სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ ირაკლი ტრიპოლსკი აირჩია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის რეკომენდირებული კადრია; ხოლო მის მოადგილედ ლევან გახელაძეს დაუჭირა მხარი. გახელაძე მმართველი პარტიის პროტეჟეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)