რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ხუთმა წევრმა 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შიმშილობა დაიწყო, მოთხოვნით ჩატარდეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სამართლიანი საპარლამნეტო არჩევნები და ასევე გათავისუფლდეს ყველა ”პოლიტპატიმარი.”
შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ გია თორთლაძე – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ირაკლი მელაშვილი – ეროვნული ფორუმი, კობა დავითაშვილი – ხალხის პარტია, ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე – კონსერვატიული პარტია.
9 მარტს პარლამენტის წინ ოპოზიციური კოალიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელსაც ახალი მემარჯვენეები და გია მაისაშვილის პარტიაც შეუერთდა, გაცილებით მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრო, ვიდრე წინა თვეების განმავლობაში ჩატარებულ ოპოზიციის მიტინგებს. მიტინგი საღამოს დაიშალა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა, თუმცა მოშიმშილეები პარლამენტის წინ დარჩნენ.
აქციაში მონაწილეობა არ მიუღია რესპუბლიკურ პარტიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ოპოზიციური კოალიცია და ასევე ლეიბორისტულ პარტიას.
რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყება და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვეა დარჩენილი, ”პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის.” თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რესპუბლიკელები იზიარებენ ყველა სხვა მოთხოვნას, რომელიც სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება და ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაიმართოს დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტების თაობაზე.
ამასობაში, პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)