Site icon Civil.ge

ახალი მემარჯვენეები ბურჯანაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ

ახალმა მემარჯვენეებმა მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დატოვოს თანამდებობა.


”კრიზისი იღებს შეუქცევად ხასიათას, მაგრამ ასევე შეუქცევად ხასიათას იღებს ხელისუფლების სიჯიუტე და ხელისუფლების უპასუხისმეგბლობა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,” – განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან პარტიის სახელით 14 მარტს, ”ნინო ბურჯანაძემ ამას წინათ გამოაცხადა, რომ ხელისუფლება იხსნის პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს ამ ხელისუფლებას არც არასოდეს ქონია პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.”


”ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნინო ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ქალს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღარანაირი მორალური უფლება აღარ აქვს იკავებდეს იმ პოსტს, რომელ პოსტზეც დღეს ბრძანდება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია და მიიღოს ადექვატური გადაწყვეტილება, თუ არ გვინდა, რომ ქვეყანაში პროცესები ჩიხში შევიდეს მართლაც და კრიზისმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, მიიღოს მან გადაწყვეტილება და დატოვოს თანამდებობა,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.


შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან (თავდაპირველად ექვსი შიმშილობდა, თუმცა 13 მარტს მათ ირაკლი იაშვილიც შეუერთდა) განაგრძობს შიმშილობის აქციას ბურჯანაძის მისაღებში.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)