Site icon Civil.ge

ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხდება

მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია Civil.ge-ს თავად ბოკერიამ დაუდასტურა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ახალი მოადგილე უახლოეს დღეებში დაინიშნება თანამდებობაზე, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რომელ მიმართულებას ჩაიბარებს ბოკერია საგარეო უწყებაში.