თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა გაფიცვა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით დღეს დაიწყო და სამ დღეს გასტანს, არ შედგა.
”ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა 87 სისხლის სამართლის საქმე და 27 აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა,” – განაცხადა დღეს საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლემ მაია ჯავრეიშვილმა, ”ადვოკატთა მხრიდან ორგანიზებული აქცია, თავისი შინაარსით არის ბოიკოტი, რომელიც რეალურად არ შედგა”.
მისი თქმით, 26 ადვოკატს, რომელიც 7 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომებზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, დაეკისრა ჯარიმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)