საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისს რუსეთს მოსთხოვა ”დაუყონებლივ გაიყვანოს” აფხაზეთში შეყვანილი დამატებითი ძალები.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება გაზარდოს აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობოების რაოდენობა არღვევს დსთ-ს ფარგლებში მიღებულ ცხრა შეთანხმებას და გადაწყვეტილებას.
რუსეთს ასევე მოეთხოვა დაუყონებლივ მიაწოდოს თბილისს დეტალური ინფორმაცია აფხაზეთში დამატებითი კონტინგენტის რაოდენობის და დისლოკაციის ადგილის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)