შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ
1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში ხელმოწერილ ქართულ–აფხაზთა კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ განცხადებაში მხარეებმა ვალდებულება იკისრეს ზუსტად დაიცვან აღნიშნული თარიღიდან ცეცხლის ოფიციალური შეწყვეტა, აგრეთვე, კვლავ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უარი თქვან ძალის გამოყენებასა თუ ერთმანეთის წინააღმდეგ მისი გამოყენების მუქარაზე, რაც მათ იკისრეს 1994 წლის 13 იანვრის კომუნიკეთი. ეს