Site icon Civil.ge

სოხუმი გაეროს რეზოლუციას აკრიტიკებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას აღიარებს, ”ცალმხრივია”.

”ამ მიგვაჩნია სავალდებულოდ ამ რეზოლუციის განხორციელება, რადგანაც ის მიიღეს მხოლოდ ქართული მხარის შეხედულების გათვალისწინებით, ხოლო აფხაზური მხარის შეხედულება უგულებელვყეს,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით 16 მაისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)