გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები არ დაგვირგვინდება ვარდების რევოლუციის მსგავსი შეჭრით პარლამენტში.
”სააკაშვილის გზის გამეორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,”- განაცხადა მან გაზეთ ”რეზონანსში” 31 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ”მოძალადეები და ძალადობრივი გზა ჩვენი არ არის”.
გაჩეჩილაძის ეს სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის 26 მაისს საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებასთან: ”მთავარი მიზანი ის არის, რომ ჩვენ არ ჩავატარებინოთ იმ დღეს [ხელისუფლებას] პირველი სესია, თუ გინდ შეჭრის ფასად”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)