Site icon Civil.ge

მაჟორიტარებმა საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

17-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა საპარლამენტო ფრაქცია  – მაჟორიტარები-საქართველოს რეგიონები შექმნა.

ახალ ფრაქციას ლენტეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გოგი ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს. მაჟორიტართა ფრაქციას ის წინა მოწვევის პარლამენტშიც თავმჯდომარეობდა. 

ეს უკვე მეორე ფრაქციაა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.