მარცხნიდან მარჯვნივ: თურქმენეთის, ყაზახეთის, რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ასტანაში, 5 ივლისი. ფოტო: კრემლის პრესსამსახური
|
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს უთხრა შეხვედრისას, რომ კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება დაუშვებელია, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა 5 ივლისს ასტანაში შედგა, სადაც ყაზახეთის დედაქალაქის 10 წლის იუბილე აღინიშნებოდა.
”პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბრისას, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში სიტუაციის გამწვავების დაუშვებლობაზე და ასევე ხაზი გაუსვა ყველა მონაწილე მხარესთან მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელების აუცილებლობას,” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
იმავე განცხადებაში ორი პრეზიდენტის შეხვედრა აღწერილია, როგორც ”სამუშაო კონტაქტი.”
ქართულ მხარეს შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ასტანაში ვიზიტამდე, პრეზიდენტი სააკაშვილი ტურინს სტუმრობდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა მსოფლიო არქიტექტურის კონგრესზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)