Site icon Civil.ge

რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია: მოსკოვი საქართველოს ნატოს წევრობის წინააღმდეგია

12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრ მედვედევის მიერ დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში რუსეთმა გამოხატა ძლიერი წინააღმდეგობა ნატოს გაფართოების მიმართ.

”რუსეთი ინარჩუნებს უარყოფით პოზიციას ნატოს გაფართოების, კერძოდ კი უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს წევრობის გეგმების მინიჭების მიმართ, ასევე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიმართ,” – ნათქვამია კონცეფციაში, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში, რომელიც რუსეთის ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი განვითარება ხელს უწყობს ”ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების” წარმოშობას.

კონცეფციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავაც შეასრულებს ”შუამავლის და მშვიდობისმყოფელის როლს” პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებში და ”აქტიურად დაეხმარება კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას… საერთაშორისო სამართლის და უკვე მიღწეული შეთანხმებების პატივისცემის საფუძველზე”.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრიორიტეტად რჩება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან.

”რუსეთი მხარს უჭერს მეგობრულ ურთიერთობებს დსთ-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან თანასწორობის, ურთიერთსარგებლის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის საფუძველზე. იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამის მზარდყოფნას გამოხატავენ, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ავითარებს,” – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)