ნატომ განაცხადა 15 ივლისს, რომ შეშფოთებულია რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დასძინა, რომ ამგვარი ქმედებები ”კითხვებს წარმოშობს რუსეთის მშვიდობისმყოფელის და მოლაპარაკებების ხელშემწყობის როლის თაობაზე”.
”[ნატოს] გენერალური მდივანი შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს დაძაბულობის ესკალაციის გამო, იგი შეშფოთებულია რუსეთის განცხადების გამო, რომ მისმა თვითმფრინავმა შეგნებულად გადაუფრინა საქართველოს ტერიტორიას და ამით დაარღვია მისი ტერიტორიული მთლიანობა,” – იტყობინება ”როიტერი” ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის სახელით გააკეთა.
რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამით თავიდან აიცილა ძალისმიერი გზით ცხინვალის რეგიონში სიტუაციის განვითარება ”გააგრილა რა თბილისში ცხელი თავები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)