Site icon Civil.ge

ოსურმა მილიციამ დაკავებული ქართველი პიროვნება გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 ივლისს, ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ თემურ გოგინაშვილი გაათავისუფლა.

ცხინვალის ინფორმაციით, გოგინაშვილი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ 90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინა.

”ამ კაცს არანაირ 90-იან წლებში არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა,” – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გოგინაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ”შიგადაშიგ ოსურ მხარეს სჭირდება დაძაბულობის შეტანა და ერთ-ერთი ელემენტი იყო ამ კაცის დაკავება”.