osinform.ru-ს დაჰაკერებული ვებგვერდი.
|
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ორი საინფორმაციო ვებგვერდი დღეს დილით ჰაკერთა სამიზნე გახდა, განაცხადეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია IR-ის მიერ შექმნილი საინფორმაციო სააგენტო ”ოსინფორმის” ვებგვერდის osinform.ru-ს პირველი გვერდზე მხოლოდ სააგენტოს ლოგო იყო დარჩენილი; ხოლო დანარჩენი ნაწილი, მათ შორის გვერდის შინაარსიც, ტელეკომპანია ”ალანიას” ვებგვერდს უჩვენებდა.
თვითგამოცხადებული რეგიონის ტელერადიოკომპანიის მეორე ვებგვერდი osradio.ru. ასევე გახდა ჰაკერთა სამიზნე დილით 5 აგვისტოს.
ტელეკომპანია ”ალანიას” ინფორმაციით, მას არაფერი აქვს საერთო ამგვარ ქმედებასთან; ტელეკომპანიაში აღნიშნეს, რომ, რომ თავად იყვნენ განცვიფრებულები იმ ფაქტმა, რომ მისი ვებგვერდის დიზაინი და შინაარსობლივი მასალა კონკურენტი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე აღმოჩნდა.
თავდაპირველ მდგომარეობაში osinform.ru-ს ვებგვერდი 5 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე აღადგინეს.
ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ”რეგნუმს”, რომ ვებგვერდები მას შემდეგ დააჰაკერეს, რაც მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ 29 ქართველი სამხედრო დაიღუპა 1-2 აგვისტოს მომხდარი ინტენსიური სროლების დროს. მედოევის თქმით, თბილისს ამ ინფორმაციის დამალვა სურდა. სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით, ქართველი სამხედროები მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათ მანქანას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. ქართული მხარე უარყოფს რაიმე მსხვერპლის არსებობას და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი პოლიციელი დაიჭრა და ექვსი სამოქალაქო პირი დაშავდა ინციდენტის დროს.
დე ფაქტო ხელისუფლების კიდევ ერთი ვებ-გვერდი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს ეკუთვნის – cominf.org – ჰაკერების სამიზნე არ გამხდარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)