Site icon Civil.ge

ბურჯანაძე მედიის თავისუფლების ნაკლებობის გამო ”შეშფოთებულია”

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია ”შემაშფოთებელია”.

,,დღეს ქართულ მედია სივრცეში არსებული ტენდენცია შემაშფოთებელია,” – განაცხადა ბურჯანაძემ წერილობით განცხადებაში, რომელიც მისმა ფონდმა გაავრცელა. ”სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლის გარეშე საუბარიც კი ზედმეტია არათუ დემოკრატიულ, არამედ საერთოდ განვითარებაზეც კი”.

მისი თქმით, ფონდი ”აქტიურ მუშაობას” იწყებს მედიის თავისუფლების კუთხით. ფონდის სახელით ამ თემაზე საქმიანობას რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე წარუძღვება, დასძინა ბურჯანაძემ. ეს უკანასკნელი ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

” მე იმედი მაქვს, რომ ამ თემით ფართო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად დაინტერესდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)