Site icon Civil.ge

რუსეთის თავდაცვის უწყება: ”ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების წყენინებას”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 8 აგვისტოს გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, რომ საქართველომ ”ბინძური ავანტიურა” წამოიწყო სამხრეთ ოსეთში.

”საქართველოს ხელისუფლებამ ბინძური ავანტიურა წამოიწყო. სსისხლისღვრა სამხრეთ ოსეთში ამ ხალხის სინდისზე იქნება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას აწყენინოს ჩვენ სამშვიდობოებს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)