Site icon Civil.ge

ცხინვალს რუსული ძალები აკონტროლებენ

”რუსული ძალები ამჟამად ცხინვალში იმყოფებიან,” – გაბაცხადა შს სამინისტროს წარმომადგენელმა 10 აგვისტოს შუაღამისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოთა უტიაშვილის თქმით, ქართული ძალები ცხინვალის სიახლოვეს იკავებენ პოზიციებს.

მისი თქმით, ”რუსი აგრესორების” სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა იქნა შემოყვანილი როკის გვირაბიდან.