აეროპორტის დასახლებაში დევნილთა კარვების ქალაქი.
|
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იტყობინება საქართველოს ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით, რომ სამხრეთ ოსეთის სამხრეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 15 000 დევნილი შემოვიდა.
გარდა ამისა, UNHCR ინფორმაციით, 73 000 ადამიანმა დატოვა ცხინვალის რეგიონის გარეთ არსებული ტერიტორია, მათ შორის უმეტესობამ გორი.
UNHCR-მა ასევე განაცხადა, რომ მისმა პერსონალმა საქართველოში, ორდღიანი ოპერაციის დროს, ზემო კოდორის ხეობიდან 700-ზე მეტი ”შეშინებული მკვიდრი” გამოიყვანა სამშვიდობოს. ზემო კოდორის ხეობა აფხაზურმა ძალებმა 12 აგვისტოს დაიკავეს.
UNHCR-მა ასევე განაცხადა 15 აგვისტოს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რუსეთის ფედერაციაში კვლავ 30 000 ლტოლვილი იმყოფება სამხრეთ ოსეთიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)