Site icon Civil.ge

სხეფერი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ ნატო ”მყარად უჭერს მხარს” საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

”რუსეთის ქმედებები ამ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის ვალდებულებებს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბიულურობის შენარჩუნების კუთხით,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგაბა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთაც თავის დროზე რუსეთმაც დაუჭირა მხარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)