Site icon Civil.ge

კუკავას ეეჭვება, რომ რუსეთს საქართველოში ”რეჟიმის შეცვლა” სურდეს

კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთს საქართველოს ხელმძღვანელობის შეცვლა სურდეს, როგორც ამას ოფიციალური თბილისი აცხადებს.

აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ რუსეთს განზრახული აქვს საქართველოში რეჟიმის შეცვლა. 

”არასწორია, რომ რუსეთს რეჟიმის შეცვლა სურს საქართველოში,” – განაცხადა კახა კუკავამ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში. ”პირიქით, რუსეთი დაინტერესებული სააკაშვილის ყოფნაში, რადგანაც რუსეთს კარგად ესმის, რომ შეუძლებელი იქნება სააკაშვილის შეცვლა იგორ გიორგაძით”.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ მათი ეშმაკური მიდგომის ნაწილია.

”როდესაც [პრეზიდენტი] მედვედევი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია – მას მრჩევლები ჰყავს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამგვარი განცხადებები მხოლოდ აძლიერებენ სააკაშვილს საქართველოს შიგნით,” – განაცხადა კუკავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)