ნატოს ჩრდილოატლანტილური საბჭოს 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები და ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი თბილისში ჩამოვიდნენ.
ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს სხდომა თბილისში 15 სექტემბერს ჩატარდება და მოგვიანებით იმავე დღეს ხელი მოეწერება დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ.
16 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო და გენერალური მდივანი გორს ეწვევიან, ასევე შეხვდებიან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოპოზიციას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს და გაეროს მისიებთან საქართველოში. 16 სექტემბერს საღამოს დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)