Site icon Civil.ge

სააკაშვილი მზადაა ოპოზიციას მისცეს ადგილი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა ადრინდელი დაპირების შესაბამისად, ოპოზიციას მიეცეს წარმომადგენლის დანიშვნის უფლება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

”ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტროლი და მონაწილეობა ტელეკომუნიკაციების სფეროში მიმდინარე მარეგულირებელ საქმიანობაზე,”- ნათქვამია პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიშის წერილობით ვარიანტში, რომელიც მისი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

თუმცა თავის გამოსვლაში, რომელიც 16 სექტემბერს საღამოს შედგა საკანონმდებლო ორგანოში, სააკაშვილი ამ თემას არ შეხებია. ის ძირითადად კითხულობდა დაწერილ ტექსტს, თუმცა ხშირად საკუთარ ინტერპრეტაციასაც ურთავდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნაზე შეთანხმებას მმართველმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატებმა, საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ივნისში მიაღწიეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)