Site icon Civil.ge

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი დღეს სასამართლო პროცესიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მას ორთვიანი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

გამსახურდიას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა გირაოს სახით 20 ათასი ლარი გადაიხადა.

ცოტნე გამსახურდია, რომელიც ძებნაში იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის და მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებებით, 3 სექტემბერს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის ბაქოს გავლით მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)