Site icon Civil.ge

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკურ თანადგომას პირდება

ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაეხმარება მას ფინანსურად და ეკონომიკურად, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა თავის ქართველ კოლეგასთან ლადო გურგენიძესთან 19 სექტემბერს ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ.

”რამდენიმე დღეში გაიმართება დონორთა კონფერენცია და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, რათა ვუზრუნველყოთ საკმარისი მხარდაჭერა საქართველოს აღმშენებლობისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის,”- განაცხადა გორდონ ბრაუნმა შეხვედრის შემდეგ.

ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში მიღებული დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ”საქართველო დგას ეგზისტენციალური გზაჯვარედინის წინაშე – ან შეინარჩუნებს ახალგაზრდა ლიბერალური, ევროპული დემოკრატიის კურსს განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით, ან დარჩება საბჭოთა წარსულში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)