Site icon Civil.ge

თბილისი ახალი მტკიცებულების გაჩენას არ გამორიცხავს

სადაზვერვო მასალის შესწავლის გაგრძელებასთან ერთად, შესაძლოა, ახალი მტკიცებულებები დაიდოს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ძალები იქამდე შევიდნენ სამხრეთ ოსეთში, ვიდრე საქართველო სამხედრო მოქმედებას დაიწყებდა ცხინვალში, განაცხადა საქართველოს მთავრობამ 20 სექტემბერს. 

გასულ კვირას  საქართველოს მთავრობამ გაავრცელა სატელეფონო საუბარი ორ ოს სამხედროს შორის იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა რეგიონში სულ ცოტა 20 საათით ადრე შეიყვანეს, სანამ ქართული ძალები სამხედრო ოპერაციას დაიწყებდნენ.

საქართველოს მთავრობამ 20 სექტემბერს გაიმეორა, რომ ჩანაწერები ომის დროს მაშინ დაიკარგა, როდესაც ის ჯგუფი, რომელიც დაზვერვით ოპერაციებს ახორციელებდა თბილისიდან გორში გადავიდა.

”მოგვიანებით ქართული დაზვერვის ოფიცრებმა შეამოწმეს 6 000 ჩანაწერი, რათა ხელახლა ეპოვათ ასლები,” – განაცხადა მთავრობამ განცხადებაში, ”ეს ანალიზი სრული არ არის. კიდევ შესაფასებელია ასობით ჩანაწერი. ამიტომ, შესაძლებელია, რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში ახალი მტკიცებულებები გაჩნდეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)