Site icon Civil.ge

სოხუმში აფეთქება მოხდა

დღეს გამთენიისას სოხუმში სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების სამსახურის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

ამავე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება დამონტაჟებული იყო შენობასთან მდგომ მანქანაში. აფეთქებამ ახლომბდებარე შენობები დააზიანა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

”სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ტერაქტი,”- განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ, ”ცდილობენ ჩაგვამწარონ დამოუკიდებლობის 15 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები, რომელზეც ბევრი სტუმარი ჩამოვა”.

სეპარატისტული აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს 30 სექტემბერს აღნიშნავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)