Site icon Civil.ge

ცხინვალში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს ცხინვალის გარეუბანში აფეთქებას ერთი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მსხვერპლმა ასაფეთქებელ ნივთიერებას მიაგნო. ”მომხდარის დეტალები დგინდება,”- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)