რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა უნდა უზრუნველყოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია და საზღვარზე ადმინისტრაციული ბარიერები მოხსნას.
მან ეს განცხადება გააკეთა პასუხად კითხვაზე, თუ როგორ ხედავ ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის პერსპექტივებს.
”დღევანდელ დღეს საკმარისი იქნება, თუ ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის აღდგენას და რეალურად გავაუქმებთ საზღვარს რუსეთსა და ამ რესპუბლიკას შორის,”- იუწყება 25 სექტემბერს ”ინტერფაქსი” პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით დაიდება მთელი რიგი ახალი შეთანხმებები, რომლებიც ერთი მხრივ უზრუნველყოფენ რუსეთის ინტერესებს გარე საზღვრების უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან ყოველგვარი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე”.
აგვისტოს მოვლენებამდეც არალეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან თბილისის მიერ ვერ კონტროლდებოდა, რაც საერთაშორისო დონეზე შეშფოთების წყაროს წარმოადგენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)