ევროკავშირის დამკვირვებლები ე.წ. ”ბუფერულ ზონაში” დაუყონებლივ ვერ შევლენ, განაცხადა რუსი სამშვიდობოების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიტალი მანუშკომ 30 სექტემბერს.
”ხვალიდან ევროკავშირის წარმომადგენლები დაიწყებენ მონიტორინგის განხორციელებას უსაფრთხოების ზონის სამხრეთის საზღვრებამდე,” – იტყობინება ”როიტერი” მანუშკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
ის, რასაც რუსეთი ”უსაფრთხოების ზონას” უწოდებს, არის ტერიტორია საქართველოს სიღრმეში სამხრეთ ოსეთის გარშემო.
8 სექტემბრის შეთანხმებით, რომელიც სარკოზი-მედვედევს შორის გაფორმდა, ევროკავშირის დამკვირვებლების საქართველოში განთავსებიდან – 1 ოქტომბრიდან – ათ დღეში რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)