თურქული გემი ”იზაბელ 2” დღეს სოხუმის პორტში ჩაიძირა, იუწყება ”ინტერფაქსი” 29 სექტემბერს.
გემის წინა მხარე ზღვაში ჩაიძირა, ხოლო უკანა მხარე ნაპირზე გადმოისროლა ძლიერმა შტორმმა. ეკიპაჟის 10-ვე წევრი გადარჩა.
24 სექტემბერს სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზურ დიასპორასთან კონტაქტების გააქტიურების მიზნით, სოხუმს სურს საზღვაო კავშირის დამყარება თურქეთთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)