Site icon Civil.ge

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს სტუმრობს

30 სექტემბერს-2 ოქტომბერს საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხოსე ლელოს ხელმძღვანელობით ასამბლეის წევრთა დელეგაცია სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ეროვნული უშიშროების მდივანს კახა ლომაიას, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.

ასამბლეის დელეგაცია ასევე გეგმავს შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და ცალკ-ცალკე შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან.

ვიზიტის დასასრულს დაგეგმილია დელეგაციის გორში გამგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)