Site icon Civil.ge

მედვედევი: რუსული ძალები შეთანხმებულ ვადებში გავლენ

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსული ძალები შეთანხმებულ ვადებში დატოვებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებს.

”სამშვიდობოები მუშაობენ ევროკავშირის დამკვირვებლებთან ურთიერთქმედების საკითხებზე და ადგენენ ვადებს,”- განაცხადა მედვედევმა 1 ოქტომბერს, ”როგორც მოვილაპარაკეთ სამშვიდობოები სრულად გავლენ საქართველოს ტერიტორიიდან”.

მისი თქმით, რუსეთმა 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულა. 

”რაც შეეხება ბოლო ფაზას, ჩვენ ყველაფერს ვადებში გავაკეთებთ,”- აღნიშნა მან.

შეთანხმების თანახმად, რუსულმა ძალებმა 1 ოქტომბრიდან – ევროკავშირის დამკვირვებლების ე.წ. ბუფერულ ზონებში განთავსების დღიდან – 10 დღეში სრულად უნდა დატოვონ სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიები.

თბილისი მოითხოვს, რომ მეორე ეტაპზე რუსული ძალები ასევე გავიდნენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ გასვლას არ აპირებს და 7 600 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს საქართველოს ამ ორ რეგიონში რუსულ სამხედრო ბაზებზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)